logo
ENG


ჩარლზ III: ერთი წელია, რაც უკრაინა წარმოუდგენლად იტანჯება არაპროვოცირებული თავდასხმის გამო
ჩარლზ III
24 თებ, 2023 17:34
ჩარლზ III: ერთი წელია, რაც უკრაინა წარმოუდგენლად იტანჯება არაპროვოცირებული თავდასხმის გამო
  • 460ნახვები

მე მხოლოდ დედამიწის გარშემო სოლიდარობის გავრცელების იმედი მაქვს, რომელსაც შეუძლია არამხოლოდ პრაქტიკული დახმარება მოიტანოს, არამედ ასევე იმის ცოდნამ მოგვცეს ძალა, რომ ერთად ჩვენ ერთიანები ვართ.

ერთი წელია, რაც უკრაინა წარმოუდგენლად იტანჯება მათ ერზე არაპროვოცირებული სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო. მათ ნამდვილად შესანიშნავი სიმამაცე და გამძლეობა აჩვენეს ამ ადამიანური ტრაგედიის პირისპირ.

მსოფლიო შეძრწუნებული უყურებდა უკრაინელებისთვის მიყენებულ მთელ ამ არასაჭირო ტანჯვას, მქონდა პატივი ბევრ მათგანს აქ, გაერთიანებულ სამეფოში და მთელ მსოფლიოში შევხვედროდი, რუმინეთიდან კანადამდე.

ამ თვის დასაწყისში შევხვდი პრეზიდენტ ზელენსკის ბუკინგემის სასახლეში, რათა გამომეხატა ჩემი პირადი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხისადმი. გამამხნევებელია, რომ გაერთიანებული სამეფო მის მოკავშირეებთან ერთად აკეთებს ყველაფერს, რომ ამ ყველაზე რთულ დროს დაგეხმაროთ.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა