კარგი იქნებოდა, ამ დემარშით ევროკავშირის ქვეყნებმა, ნებისმიერმა, ვინც ამ საკითხში ერკვევა, მიმართონ სააკაშვილის გარემოცვას, რომ თავი დაანებონ სააკაშვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის სტრატეგიას. მძევლად აიყვანეს სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობით სპეკულირებენ. ეს არის რეალობა და ამ რეალობას, ალბათ, სერიოზული განხილვა უნდა დაუპირისპიროს იგივე ევროკავშირმა, მისმა წარმომადგენლებმა, ევროპარლამენტარებმა და ვითარება რეალურად შეაფასონ.
ამბობს ქართული ოცნების წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. დღეს, EU-ის 27-მა წევრმა ქვეყანამ ბრეგაძეს სააკაშვილის შესახებ ოფიციალური დემარშით მიმართა.