logo
ENG


ჯაფარიძე რუსულ კანონზე: მაქსიმალურად შეასუსტებენ დასავლეთის გავლენას საზოგადოებრივ აზრზე
  • 522ნახვები

ევროკავშირი და ნატო, ორივე არის ერთგვარი კლუბი საკუთარი თამაშის წესებით. არცერთგან არავინ მიგვათრევს ძალით. ჩვენ ვიქაჩებით ორივესკენ, რადგან მოგვწონს იქაურები რომ მშვიდობიანად და კარგად ცხოვრობენ. არცერთი გვახვევს რაიმეს თავზე. ისინი გვეუბნებიან რა ღირებულებებია მათთვის მნიშვნელოვანი და თუ გვინდა მათ კლუბში ყოფნა, გვთხოვენ ამ ღირებულებების დაცვას. გვეუბნებიან რომ უნდა გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო; არჩევნებს არ უნდა ვაყალბებდეთ; პოლიტპატიმრები არ უნდა გვყავდეს. პრინციპში ეს სამი პრობლემა რომ მოგვაგვარებინა, ერთი ნაბიჯით წაგვწევდნენ წინ.

ჩვენს რუსებს ამის გაკეთება არ უნდათ, რადგან ესენი დაკარგავენ ძალაუფლებას, რუსეთი კი გავლენას და მართვის ბერკეტებს. ამიტომ დასავლეთის ეს მოთხოვნები დაიკიდეს, საპირისპიროს კეთება დაიწყეს და პროპაგანდით მსჯელობა გადაიტანეს იმაზე თითქოს დასავლეთი ითხოვს საქართველოს ომში ჩართვას. არჩევანი დასავლეთი თუ რუსეთი, ჩაანაცვლეს არჩევანით ომი თუ მშვიდობა. პარალელურად დედას აგინებენ დასავლეთს, ცალკეულ დასავლურ ინსტიტუტებს, იქაურ პოლიტიკოსებს თუ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამ ახალი კანონით მაქსიმალურად შეასუსტებენ დასავლეთის გავლენას საზოგადოებრივ აზრზე და მოგუდავენ დამოუკიდებელ მედიას. ეს ყველაფერი ხელის გულზე დევს. ეს ყველაფერი ნანახი გვაქვს როგორ მოხდა რუსეთში ჩვენს თვალწინ. ერთი-ერთში იმეორებენ რუსეთის ნაბიჯებს - სიტყვებსაც კი, მაგრამ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობენ "კაი ეხა შე*ემა მაგას რანაირად იზამენ" ადამიანები, რომლებიც ამას წაიკითხავენ, მაგრამ მაინც ჩემი **ე

წერს გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე Facebook-ზე. ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა, რომლებიც საკუთარ თავს ხალხის ძალას უწოდებენ, დააინიციირეს კანონპროექტი, რომელიც საქართველოში "უცხოური გავლენის აგენტებს" გააჩენს. ეს კანონი შეეხება ყველას, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს. "უცხოური გავლენის აგენტებად" დარეგისტრირდებიან ორგანიზაციები და მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური წყაროა.



ასევე ნახეთ
close დახურვა