უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გვჭირდება საჰაერო თავდაცვის საავიაციო კომპონენტი, თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავები. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა სრულფასოვანია, როცა უზრუნველყოფილია, მათ შორის, ავიაციის მიერ. ჩვენი პილოტები საზენიტო სისტემების სპეციალისტებთან ერთად, ყველა ჯარისკაცთან ერთად, უკვე დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ შევძლებთ სრულად დავიცვათ ცა, როდესაც მოიხსნება საავიაციო ტაბუ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. ბახმუტის მიმართულებით სიტუაცია სულ უფრო რთულდება, მტერი გამუდმებით ანადგურებს ყველაფერს, რაც შეიძლება ჩვენი პოზიციების დასაცავად, გასამაგრებლად და თავდაცვის უზრუნველსაყოფად იქნას გამოყენებული. ჩვენი მეომრები, რომლებიც იცავენ ბახმუტის სექტორს, ნამდვილი გმირები არიან. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ეხმარება ჩვენს მეომრებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენს დამცველებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი იარაღი, შორ მანძილზე მოქმედების და ძლიერი იარაღი.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.