logo
ENG


მდინარაძე პრაისზე: მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლის სიტყვები მეტად უნდა იყოს დაზღვეული
  • 300ნახვები

როდესაც გამოდის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, მთავარი სტრატეგიული, პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი, ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა იყოს თითოეული სიტყვა დაზღვეული და არ უნდა ეფუძნებოდეს საქართველოში, ქვეყნის შიგნით განვითარებულ ცრუ ნარატივს იმის შესახებ, რომ ეს არის რუსული კანონი. როგორ შეიძლება, მათ შორის ამერიკული კანონის პირდაპირ თარგმანზე ვინმე ამბობდეს, რომ ეს არის რუსული კანონი?

ქართული ოცნების წევრი მამუკა მდინარაძე ეხმაურება სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას, რომ "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ კანონს საფუძვლად რუსული ანალოგი უდევს და მსგავსმა კანონმა შესაძლოა ძირი გამოუთხაროს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.



ასევე ნახეთ
close დახურვა