logo
ENG


სამნიძე: რუსულ კანონზე საკომიტეტო მოსმენისას ოცნება იძალადებს, ოპოზიციას უნდა გვქონდეს გეგმა
  • 634ნახვები

მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ოპოზიციას გვქონდეს ერთიანი გეგმა, რას ვაპირებთ ხვალ საკომიტეტო მოსმენაზე. ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ. დღეს იმიტომ ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანია, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. რა თქმა უნდა, ქართული ოცნება იძალადებს საკომიტეტო მოსმენის დროს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოსახლეობას დეტალურად ავუხსნათ არა მუხლობრივი განხილვით, არამედ პრინციპი რამდენად დამანგრეველია - ეს მივიტანოთ თითოეულ მოქალაქემდე. ეს უნდა ხდებოდეს კომიტეტზე, ეს უნდა ხდებოდეს მედიაში, ეს უნდა ხდებოდეს ყველა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში... დეპუტატები იქნებიან მოსმენაზე, მაგრამ შესაძლებელია ჩარაზონ მთელი საპარლამენტო შენობა.

განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა ხათუნა სამნიძემ.  "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსულ კანონპროექტზე, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს, ხვალ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა