logo
ENG


ნაცვლიშვილი: რუსული კანონი 5 ივლისის გაგრძელებაა, რა უკანონობაც მაშინ მოხდა ამას დააკანონებს
  • 329ნახვები

ხვალინდელი დღეს იმაზე უფრო მძიმე იქნება, მათ შორის ფიზიკურად, ვიდრე იყო ხუთშაბათი [2 მარტი]. მაგრამ კიდევ ერთხელ, მხოლოდ იმის თქმა მინდა საზოგადოებისთვის, რომ რაც იხილეთ ხუთშაბათს, აი ეს პროცესები რაც ხუთშაბათს მიმდინარეობდა პარლამენტის შიგნით აი ამ კანონის მიღების შემთხვევაში გადმოვა პარლამენტს გარეთ. ეს ცემა-ტყეპა, ხელების გადაგრეხა და განსხვავებული ადამიანების გაჩუმება, დემონიზება, მათზე ფიზიკური თავდასხმები, ეს არის ის, რაც იქნება ეს კანონი. ამისთვის არის ეს კანონი გაკეთებული და მათ შორის ღიად გეტყვით, იმავე საღამოს გამობრძანდა მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ისეთ განცხადებებს აკეთებდა ტელეკომპანია იმედში, რომ პირდაპირ გეშავდა ადამიანებს სამოქალაქო საზოგადოების კონკრეტულ წარმომადგენლებზე.

ღიად გეტყვით, ეს კანონი არის 5 ივლისის გაგრძელება. რაც 5 ივლისს მოხდა და იყო უკანონობა ეს კანონი ამას დააკანონებს, ეს არის მათი მიზანი, რომ დაიწყოს სამოქალაქო დაპირისპირება, ამას აუნთონ მწვანე შუქი და ამას რა მოჰყვება მერე, ეს იქნება უმართავი პროცესები. ამ ძალიან მძიმე სცენარისთვის წირავს ქართული ოცნება საზოგადოებას - აი ამ ძალიან მძიმე სცენარისთვის. ამიტომ ჩვენი მოქმედებები ახლა არის პირველ რიგში კოორდინაცია, გაერთიანება რესურსების და ძალისხმევის, ყველა საშუალების გამოყენება, ყველა ტრიბუნის, ყველა ფორმატის, ყველა შინაარსის გამოყენება იმისთვის, რომ ამ კანონის შესახებ პირველ რიგში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს და გამოფხიზლდეს.

 

განაცხადა პარტია ლელოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ფორმულას ეთერში.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ რუსულ კანონპროექტს, რომელსაც 2 მარტს საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს, ხვალ დილის 9:00 საათზე დაგეგმილ იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. სხდომის პარალელურად დაგეგმილია აქცია. 



ასევე ნახეთ
close დახურვა