logo
ENG


სამნიძე: ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის სპეცოპერაცია
  • 427ნახვები

ისხდნენ მარტო ქართული ოცნების წარმომადგენლები გახევებული სახეებით და მოუსმინონ მაჭარაშვილს, რომელიც ქვეყანას მოღალატეობრივად ატრიალებს რუსეთისკენ. ეს არ არის განხილვა, არც თავდაცვის კომიტეტზე იყო განხილვა და საგარეო კომიტეტზე იყო სპეცოპერაცია. ეს იყო გაცილებით სერიოზულად მომზადებული სპეცოპერაცია, მთელი სუსი აქ დგას, გარეთ, შიგნით, მანდატურია იმდენი რაოდენობის, რომ სრულიად ალყაში გაქცევენ და ისე გაძევებენ კომიტეტიდან.

ეს არ არის კომიტეტის განხილვა, ეს არის ჩვეულებრივი სპეცოპერაცია, რომ საზოგადოებას უკვე პარლამენტიდან აჩვენონ, რომ არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, აქ არ არის მრავალპარტიულობა ან დისკუსია, ერთპარტიული გადაწყვეტილებაა, ბიძინას დავალებაა, რომ ეს კანონი აქციონ კანონად.

განაცხადა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ, რომელიც იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს. დღეს კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ. მოქალაქეები პარალელურად პარლამენტის გარეთ საპროტესტო აქციას მართავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა