logo
ENG


ახვლედიანი: ოცნების ახალი კამპანიის მიზანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტა
  • 563ნახვები

ჩვენ, ალბათ, უნდა დავსვათ მთავარი კითხვა - რა მიზანს ემსახურება ერთი და მეორე კანონპროექტი, რა არის მთავარი მიზანი? არის თუ არა ის თანხვედრაში საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან, საქართველოს გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ სტრატეგიასთან? თუ ეს ასეა, მაშინ, შესაძლოა, კითხვა ნაკლები იყოს ან საერთოდ აღარ იყოს. მაგრამ დავიწყოთ ამ მთავარი კითხვებით - ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ ჩვენი ქვეყნის უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში, ეს არის განსაზღვრული კონსტიტუციაში, ვიცით საზოგადოების უმრავლესობის გამოხატული აზრი, აღარაფერს ვამბობ ისტორიაზე და მრავალსაუკონოვან ბრძოლაზე, რომ საქართველო ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი.

მაგრამ, სამწუხაროდ, 2023 წლის დასაწყისში ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა აღმოვაჩინეთ, რომ ქართული ოცნების მიერ წამოწყებული ახალი კამპანია, რაც ახლა გამოხატული ამ კანონპროექტში, პირდაპირ ისახავს მიზნად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას. მე მინდა, ვკითხო ბატონ მომხსენებელს, თუ შეგიძლიათ განმარტეთ, რამდენად ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი.

ამბობს დეპუტატი, არმაზ ახვლედიანი. დღეს იურიდიულ კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ - სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მოგვიანებით დარბაზში მანდატურები შევიდნენ და ოპოზიციონერ დეპუტატებს სხდომა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა