logo
ENG


ყაველაშვილი: რუსულს რატომ ეძახიან, იცი? იმიტომ, რომ ქართული არ იციან რა არის
  • 511ნახვები

ახლა მივხვდი, ანრი, იცი, რას მივხვდი? რუსულს რატომ ეძახიან, იცი? იმიტომ, რომ ქართული არ იციან ამათმა რა არის. უსამშობლო ხალხია, დაკარგული. იმიტომ ეძახიან რუსულს, რომ ვერ წარმოუდგენიათ, როგორო ევროკავშირის ელჩებმა გითხრესო და როგორო? ვერ წარმოუდგენიათ. მე ჯვარზე მაცვეს, ჯვარზე, რომ ვთქვი, თვითმიზანი არ არის ევროკავშირი-მეთქი და ჯვარზე მაცვეს. დიახ, ჩემი თვითმიზანი და მგონია, რომ ქართველი ერია, ქართველი ერის უკვდავებაა ჩემი თვითმიზანი და საქართველოს მარადიულობაა.

ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ, რისიც გვჯეროდა, რაც დავინახე, ფასეულობები, ღირებულებები, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ, ეგ არის ჩემთვის ღირებული, ის კი არა, აქ რომ ზის და მეუბნება, ცალი ფეხით უნდა იდგე და რომ გეტყვიან, მაგით უნდა შეხვიდე ევროკავშირში, აი, ეგ განსხვავებაა, ქართულს ვერ იტანთ თქვენ, რუსული რა შუაშია? ქართულს ვერ იტანთ და იმიტომ ეძახით რუსულს.

აცხადებს ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასული ე.წ. ხალხის ძალის დეპუტატი, მიხეილ ყაველაშვილი. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე რუსულ კანონს განიხილავენ. სხდომა დილიდან ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, იყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი სხდომის დარბაზიდან ძალის გამოყენებით გამოაძევეს და აღარ უშვებენ. პარალელურად, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს პარლამენტის გარეთ.



ასევე ნახეთ
close დახურვა