logo
ENG


ზელენსკი: მსოფლიომ იცის, რა სისასტიკე შეუძლია რუსეთს, თან დაინახა, რა შეუძლია უკრაინას
  • 396ნახვები

ყოველი ჩვენგანისთვის არ არსებობს უცხო ქალაქები, სოფლები, ქუჩები. ყველა ქალაქი მშობლიურია. ყველა სოფელი მშობლიურია. ყველა ქუჩა მშობლიურია. მაშინაც კი, თუ ცხოვრებაში იქ არასდროს ვყოფილვართ.

ვოლნოვახა, ჰოსტომელი, მარიუპოლი, ხარკივი, ხერსონი, ჩერნიგოვი. ერთი წელი გავიდა, რაც ეს ქალაქები გმირი ქალაქები გახდნენ. დაუმარცხებლობის სიმბოლოები. გამძლეობისა და შეუდრეკლობის მაგალითები.

მთელმა მსოფლიომ ნათლად იცის, რა სისასტიკე და ბოროტება შეუძლია რუსეთს. და თან დაინახა, რა შეუძლია უკრაინას. ჩვენ ერთმანეთისთვის ვდგავართ. ყოველთვის. არ შეგვეშინდება, არ გავტყდებით და არ დავნებდებით. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ლურჯსა და ყვითელს. გამარჯვებამდე.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.



ასევე ნახეთ
close დახურვა