logo
ENG


დეკანოიძე: ან ამ ქვეყანას ვაბარებთ რუსეთს, ან არ ვჩერდებით
  • 313ნახვები

რუსული კანონპროექტის მისაღებად აკეთებენ ყველაფერს, ამიტომ დღეს იქნება პოლიტიკური განცხადებები პარლამენტში, ხუთშაბათს გამოდის ორივე კანონპროექტი განსახილველად და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხუთშაბათსაც ყველამ ერთად ავიმაღლოთ ხმა. ახლა გაჩერება არ შეიძლება. ან ამ ქვეყანას ვაბარებთ ჩვენ რუსეთს, ან არ ვჩერდებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბიუროს სხდომაზე ვერცერთ კითხვას თავმჯდომარემ ვერ გაგვცა პასუხი, თითქოს ისტერიაშია ჩვენც და მთელი მსოფლიო, თითქოს პროპაგანდა ყოფილა ის, რომ აგენტების იარლიყის და სტიგმატიზაცია უნდათ ადამიანების. ამიტომ ეშინიათ, არ არის გაჩერების დრო. შიშია ეს, ადამიანებს პარლამენტში რომ გადაადგილებას გვიზღუდავენ. არ გავჩერდეთ, ჩვენ ვიქნებით ყველას, ვიბრძოლებთ ყველასთან ერთად.

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ რუსულ კანონზე საუბრის დროს. გუშინ იურიდიულ კომიტეტზე კანონპროექტებს განიხილავდნენ - სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიდიოდა. ამასთან, ანრი ოხანაშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა