შენი თავდაცვის შესაძლებლობები ბევრად გაძლიერებულია იმით, რომ შენ გყავს ძლიერი მეგობრები. ჩვენ ასეთი ძლიერი მეგობრები გვყავს NATO-ს ქვეყნები, თვითონ NATO, ამერიკა და საბოლოო ჯამში, ამ კანონს თუ იმ ფორმით მივიღებთ, რა ფორმითაც წარმოდგენილია, გამოდის, რომ ყველა ჩვენი მეგობარი, რომელიც აქამდე ძალიან მკაცრად აკრიტიკებს ამ კანონს და ყველა იძახის, რომ ეს სერიოზული პრობლემა იქნება ჩვენს მომავალ ურთიერთობებში, ყველა ჩვენი მეგობარი, შეიძლება, დადგეს იმ საფრთხის ქვეშ, რომ ჩვენზე ხელი ჩაიქნიოს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დავრჩებით იმ საფრთხეების წინაშე, რომელიც მზარდია, რეგიონში განსაკუთრებით, აბსოლუტურად შიშვლები და ჩვენი ავტომატიანი ჯარისკაცების იმედზე, რომელიც რაღაც რაოდენობა გვყავს, მაგრამ საფრთხე შეიძლება ისეთი იყოს, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ საკმარისი ამ საფრთხის შესაკავებლად.
ჰოდა, შეიძლება, ამ კანონს ამერიკული დაუძახოთ, რუსული დაუძახოთ, ათასნაირი ეპითეტით შეამკოთ, მაგრამ თუ ეს კანონი ჩვენ მეგობრებს დაგვაკარგვინებს, ეს კანონი არის ანტიქართული, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს უშიშროების კონცეფციას და იმ წარმოდგენას, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუ როგორ უნდა შევძლოთ, ჩვენზე აღმატებულ მტერს გავუმკლავდეთ.
განაცხადა გირჩის დეპუტატმა, ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.