logo
ENG


დეკანოიძე ოცნებას: იღებთ პასუხისმგებლობას, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო?
  • 365ნახვები

არამხოლოდ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, არამედ ის ადამიანები გთხოვენ პასუხს, ვინც საქართველოს სხვა მოქალაქეებს ეხმარება. მე ჩამოვთვალე დღეს ეს ადამიანები და ყველა ჩემმა კოლეგამ, მაგრამ კიდევ გეტყვით. რას ეუბნებით ამ ადამიანებს, ყველას მოგმართავთ, რას ეუბნებით ამ ადამიანებს, რომ ქალები, ვინც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარებიან, აგენტებად შევრაცხოთ? ის ადამიანები, ვინც სკოლაში პროექტებს აფინანსებენ და ეხმარებიან ბავშვებს ჩართულობაში, აგენტებად შევრაცხოთ? ყველა რომ გვეუბნება, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება, იმიტომ, რომ ეს საქართველოს დააბრკოლებს. თქვენ იქნებით პასუხისმგებელი მერე საქართველოს კონსტიტუციის დარღვევაზე? მე მაინტერესებს, რატომ გადაწყვიტეთ ამ ქვეყნის შემობრუნება იმ კურსიდან, რომელიც გაცხადებული აქვს ამ ქვეყანას საქართველოს კონსტიტუციით. მაინტერესებს, რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ინტერესი დაიცვათ მარტო? და მეტი არც ერთი ადამიანი არ გაინტერესებთ? არ გაინტერესებთ არც ფეხბურთელების ხმა, არ გაინტერესებთ საფეხბურთო კლუბების ხმა, არც მეცნიერების, რატომ არ გაინტერესებთ ამ ადამიანების ხმა? რატომ? და რას ეუბნებით საქართველოს მოქალაქეებს, ვინც დარჩება პირისპირ სიღარიბესთან, გაჭირვებასთან და ევროკავშირის გარეშე? მაინტერესებს, რას ეუბნებით ამ ადამიანებს? რომ თქვენ იცავდით ბიძინა ივანიშვილს და ამიტომ, შემდეგ, არ გინდოდათ ამ ადამიანების ხმის გაგება? რატომ გადაწყვიტეთ დაჩქარებული წესით? რა პასუხს გასცემთ საქართველოს მოქალაქეებს? თქვით. და იღებთ თუ არა თქვენ თავზე პასუხისმგებლობას, თუ საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო?

განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა