აქ არის წითელი ხაზი, რომელიც გადალახა ხელისუფლებამ და ყველაზე უარესი რამ გააკეთა, რაც შეეძლო გაეკეთებინა. მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც პრაქტიკულად ნიშნავს რუსული მმართველობის დაკანონებას აქ. ამ კანონის მიღება პირველი მოსმენით ნიშნავს, რომ ჩვენ კარი ჩაგვეკეტა ევროატლანტიკური მისწრაფებისკენ და იმ შანსისკენ რომელიც საქართველოს ისტორიული მიზანია... ირაკლი კობახიძე და ძმანი მისნი ემსახურებიან რუსეთს და რუსეთის ინტერესებს საქართველოში. აქამდე იყო ეჭვები, იყო საუბარი, რომ მართლა ესე ხომ არ იქნება, დღეს დადასტურდა რომ ესენი არიან რუსული ძალა საქართველოში. აკეთებენ ყველაფერს, რომ საქართველო შეათრიონ ე.წ. მოდერნიზებულ საბჭოთა კავშირში, რაც არ მოხდება და ამას არც ერთი ღირსეული ქართველი არ დაუშვეს.
განაცხადა ლელო საქართელოსთვის ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.