logo
ENG


გონჩარენკო: უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება ქართველების გვერდით, დაიცავით თავისუფლება!
  • 211ნახვები
ქართველო ძმებო!
უკრაინელი ხალხი ყოველთვის იქნება თქვენ გვერდით. ჩვენ ყოველთვის დაგიჭერთ მხარს. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თქვენ მხარეს.
ასობით ქართველი ომობს ჩვენთან ერთად ჩვენი და თქვენი დამოუკიდებლობისთვის. ასობით უკრაინელი იყო თქვენთან 2008 წელს, როცა მტერი თავს დაგესხათ.
რუსეთმა ვერ შეძლო თქვენი მიტაცება ძალით, ამიტომაც ის ცდილობს დაგიპყროთ კორუფციით.
რუსეთმა ვერ გაანადგურა თქვენი სახელმწიფო, ამიტომ ის ცდილობს ვასალებად გაქციოთ.
დაიცავით თქვენი თავისუფლება!
დიდება საქართველოს!
 

სოციალურ ქსელში წერს უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსეი გონჩარენკო.

7 მარტს ქართულმა ოცნებამ პირველი მოსმენით მიიღო "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რუსული კანონი. პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართა. შსს-მ აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა