logo
ENG


გრეგოროვა: მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც არ უჭერენ მხარს EU-ის მისწრაფებებს
  • 530ნახვები

გულახდილად რომ გითხრათ, არსებობენ ადამიანები საქართველოს ხელისუფლებაში, ვისაც სურთ ევროკავშირის მიმართულებით მოძრაობა და ეს სასიამოვნოა, მაგრამ ასევე, არსებობს ხალხი საქართველოს ხელისუფლებაში, რომლებზეც ვფიქრობ, რომ ისინი არ უჭერენ მხარს ევროკავშირის მისწრაფებებს, ბოიკოტს უცხადებენ თავიანთი კოლეგების მცდელობებს, რომ დაუახლოვდნენ ევროპას. ნუ წუხხართ, ჩვენ პირადად არ ვიღებთ ასეთ თავდასხმებს, ვართ პოლიტიკოსები და გვესმის, რომ შეტევები და თავდასხმები შეიძლება მოხდეს. მე ვიცი, რომ დეზინფორმაცია მიმდინარეობს საქართველოში, რომ მე, კუბილიუსს, ჩვენ თანხებს გვიხდიან, რომ მთავრობის წინააღმდეგ გამოვთქვათ პოზიციები, ტყუილია, ჩვენ ვაკეთებთ ამას, იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი მისწრაფებები და დაგვიახლოვდეთ ევროკავშირს. თუ შეიძლება, ეს გაითვალისწინეთ. ეს არ არის პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ის ბრძოლა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას.

 

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ფორმულას ეთერში, საქართველოს მთავრობის ანტიდასავლურ რიტორიკაზე საუბრისას განაცხადა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა