logo
ENG


ზელენსკი: გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება
  • 972ნახვები

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ დღეების განმავლობაში საქართველოს ქუჩებსა და მოედნებზე უკრაინული დროშა ეჭირა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ თბილისში ჩვენი ეროვნული ჰიმნის გაჟღერებისთვის. ეს უკრაინისადმი პატივისცემის გამოხატვაა და მინდა გულწრფელი პატივი გამოვხატო საქართველოს მიმართ. არ არსებობს უკრაინელი, რომელსაც არ სურს წარმატება ჩვენი მეგობარი საქართველოსთვის. დემოკრატიული წარმატება. ევროპული წარმატება. ჩვენ გვინდა ევროკავშირში ყოფნა და ვიქნებით. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში, და მე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ჩვენ გვინდა, რომ მოლდოვა იყოს ევროკავშირში და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება. ამას იმსახურებს ევროპის ყველა თავისუფალი ერი. დიდება ყველას, ვინც ახლა უკრაინისთვის იბრძვის! დიდება ყველას, ვინც ძმებისთვის იბრძვის! დიდება უკრაინას!

 

 

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა