logo
ENG


კუბილიუსი: თუ ქართული ოცნება აცნობიერებს პასუხისმგებლობას, გაიწვიოს კანონი
  • 333ნახვები

ქართული ოცნება და მთავრობა მიზანმიმართულად ახორციელებს ახალ პროვოკაციას და ქმნის ახალ დაბრკოლებებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის. ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს, ევროკავშირის წევრი გახდეს და ხელისუფლების მიზანმიმართულ პროვოკაციას აპროტესტებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ინსტიტუტები, მათ შორის ევროპარლამენტი, ქართველ ხალხთან დგანან და მზად არიან მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის არჩევანს. საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს არ წარმოადგენს და მიზანმიმართულად იწვევს ფართო პროტესტს. მთავრობის პოლიტიკურმა პროვოკაციამ უცხო აგენტების კანონით, აქციის მონაწილეები თბილისის ქუჩებში გამოიყვანა. თუ ქართულ ოცნება აცნობიერებს მის ისტორიულ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე, მან დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ორი გადაწყვეტილება: გაიწვიოს უცხოელი აგენტის კანონი და დაიწყოს ეროვნული ერთიანობის მთავრობის ფორმირება.

წერს Twitter-ზე ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა