logo
ENG


სააკაშვილი: რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ, შურისძიებას შეეცდებიან
  • 814ნახვები
საოცრად ვამაყობ თქვენით, თაობით, რომელსაც მთელი მსოფლიო გულშემატკივრობდა და ელოდებოდა, დაიცავდა თუ არა ქართველი ხალხი ევროპელობას, თუ ურცხვად ჩავყვებოდით მთავრობას რუსულ-აზიურ წყვდიადში და მოხდა მართლა სასწაული, ყველა მოქალაქე, ყველა ახალგაზრდა გადაიქცა თავის თავის პარტიად, რომელსაც არაფრის ახსნა არ დასჭირდა და ზუსტად იცის, თუ როგორ იმოქმედეს და ისტორიის ფურცლებიდან გამოსული უძლეველი მებრძოლები გახდნენ.
 
ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები, უკრაინაში სანგარში მჯდომი მებრძოლები კი სუნთქვაშეკრული, გადევნებენ თვალყურს და ძალიან სასიამოვნოდ განცვიფრებულები არიან. რუსეთის დავალება ვერ შესრულდა, ახლა ფრთხილად უნდა იყოთ ყველანი. ისინი შეეცდებიან შურისძიებას, რათა სათითაოდ დაგიგულონ და შური იძიონ. ამიტომ როგორც არასდროს - ძალა ერთობაშია და ეს ერთობა შესანარჩუნებელია.
 

განაცხადა პატიმრობაში მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის შესახებ. 

დღეს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რუსული კანონპროექტის ორივე ვერსიას უკან გაიწვევს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა