logo
ENG


ლომჯარია ოცნებიდან "წასულებს": ხალხის ძალა დგას პარლამენტთან, თქვენ ხართ ხალხის სირცხვილი
  • 414ნახვები

ჩემი პირადი მოთხოვნაა, შეიცვალოს სახელი ხალხის ძალამ და დაირქვას ხალხის სირცხვილი. ხალხის ძალა ხართ თქვენ, ხალხის ძალა დგას აქ.

ახლა გვეუბნებიან, რომ თურმე აპირებენ, რომ გაშალონ ფრონტი, იარონ საქართველოს მოქალაქეებთან და დაარწმუნონ, რომ თურმე რა კარგია რუსული კანონი, პროპაგანდა უნდა ვაწარმოოთ უკეთესიო. ვერსად მიხვალთ და სადაც მიხვალთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ტვინი გამოურეცხოთ რუსული პროპაგანდით, ყველგან დაგხვდებათ ხალხის ძალა.

თქვა პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარია. ქართული ოცნების ლიდერებმა დღეს, 9 მარტს თქვეს, რომ ხალხთან ივლიან და აუხსნიან, რატომ იყო მნიშვნელოვანი რუსული კანონის მიღება.



ასევე ნახეთ
close დახურვა