ჩვენ ახლა ვცხოვრობთ დროში, როდესაც უკრაინას შეუძლია გადალახოს ყველა ისტორიული სირთულე. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება! თუ ერთიანობას შევინარჩუნებთ, გავუფრთხილდებით ერთმანეთს და ჩვენს ქვეყანას. მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც უკრაინა და უკრაინელები ადარდებს! მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ზრუნავს ჩვენს ერთიანობაზე და მსოფლიოს ერთიანობაზე უკრაინის გულისთვის! მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს, ვინც ახლა იბრძვის ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის!
საუკუნოდ იყოს ხსენება ყველა იმ ადამიანის, ვინც უკრაინისთვის სიცოცხლე გაიღო! ყველა ის, ვინც გვახსენდება, როცა ვამბობთ "დიდება უკრაინას!"
დღეს უკრაინის გმირის წოდება მივანიჭე ოლეკსანდრ მაციევსკის, ჯარისკაცს. კაცი, რომელსაც ყველა უკრაინელი იცნობს. ადამიანი, რომელიც ყველას სამუდამოდ დაამახსოვრდება. მისი მამაცობისთვის, ნდობისთვის უკრაინისადმი და მისი "დიდება უკრაინას!"
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.