ღარიბაშვილს ვუსმინე და რა იყო ეს ა? რა სატანისტები, რა ფრანკლინის კლუბი, ასე არ შეიძლება პრემიერმინისტრი ლაპარაკობდეს საკუთარ ხალხზე და ახალგაზრდებზე. მოკლედ რა - ქართული ოცნება აბსოლუტურად ამოწურულია და უნდა წავიდეს!
წერს პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი. ასე ეხმაურება ის საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს, სადაც მან გააკრიტიკა არა მხოლოდ ევროპარლამენტარები და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, არამედ აქციის მონაწილეები და თქვა, რომ ისინი "სატანისტების ფორმებით" იყვნენ.