logo
ENG


ყაველაშვილი: ყიფიანს ეხებოდა ჩვენი კანონი, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს
  • 406ნახვები

ვიქტორ ყიფიანს, რომელიც ერთ კვირაზე მეტია, აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, მას და მის ორგანიზაციას ბოლო პერიოდში პირდაპირ ეხებოდა ჩვენ მიერ ინიცირებული ამერიკული კანონი აგენტების შესახებ, ალბათ ამიტომ აკეთებს აგრესიულ განცხადებებს... ვიცი, რომ ეს კაცი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი აღარ არის. ასევე, ვიცი ისიც, რომ ჩვენ მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა ის ძალიან აანერვიულა, რადგან მასაც მოუწევდა, საზოგადოების წინაშე გამჭვირვალე გაეხადა უცხოური დაფინანსების დეტალები. ალბათ ამ ყველაფერმა მისი გაღიზიანება და ანერვიულება გამოიწვია. სწორედ ამიტომ ყიფიანი ბოლო დღეებში გაუგებარ და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, რაც პირადად ჩემთვის უცნაური სულაც არ არის

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ოცნებიდან ფორმალურად წასულმა დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა. ვიქტორ ყიფიანმა რუსული კანონპროექტი გააკრიტიკა და თქვა,  თუ ის არასამთავრობო სექტორისთვის საგნობრივ ცვლილებებს არ გამოიწვევდა, მაშინ რას ემსახურებოდა მისი ინიციირება



ასევე ნახეთ
close დახურვა