logo
ENG


ყიფიანი უკრაინაზე: კობახიძისგან უფრო გაწონასწორებული განცხადებების მოსმენას ვისურვებდი
  • 952ნახვები

მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან ვისურვებდი უფრო გაწონასწორებული განცხადებები მომესმინა - ამას ძალიან გულახდილად ვიძახი. მიუხედავად ჩემი პირადი პატივისცემისა მისდამი - ის ძალიან კეთილსინდისიერი ადამიანია, გარკვეული განათლებით და კომპეტენციით, თუმცა რიტორიკა, ფორმულირება, განსაკუთრებით ასეთ დელიკატურ საკითხებზე, როცა კეთდება ასეთი შედარებები უკრაინის თემასთან... როცა პირდაპირ ეთერში ვუსმენდი ამ განცხადებას და ვუყურებდი ბატონი კობახიძის პრესკონფერენციას, სიმართლე რომ გითხრათ, მე თვითონ არ მომეწონა. იმ წუთასვე დავიჭირე ასეთი განცხადების კონსტრუქციაში უხერხულობა. ვფიქრობ, რომ ეს განცხადება არ არის მხოლოდ ერთგვარი შიდა მოხმარების განცხადება, არამედ ამ ეტაპზე უკრაინასთან არსებული არც თუ ისე მარტივი ურთიერთობების ფონზე, ასეთი განცხადებებით ცეცხლზე ნავთის ჩამატება გამოდის, ნაცვლად იმისა, რომ იმაზე ვიფიქროთ, თუ როგორ დავარეგულიროთ ეს სიტუაცია, მგონია, რომ ... ეს შეიძლება ემოციური განცხადება იყო, თუმცა როცა ვუსმენ ბატონ კობახიძეს, ის გაწონასწორებული ადამიანია, და ემოციებსაც აკონტროლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მომეჩვენა, რომ ეს შედარება რბილად რომ ვთქვათ, იყო გაუგებარი. რაღაც თვალსაზრისით არაკორექტულიც უკრაინელი ხალხის მიმართ და ვისურვებდი უფრო დაბალანსებულ, რაციონალურ განცხადებებს და პრაგმატულობას, რადგან ყოველი ასეთი განცხადება რისკის შემცველია, რომ შეიძლება სხვანაირად მოგხვდეს. არ ვიცი, თვალი არ მიმიდევნებია უკრაინული მედიისთვის... გავიმეორებ, ასეთი რთული ურთიერთობების ფონზე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე მეტად ფრთხილი უნდა იყოს თავის განცხადებებში, მითუმეტეს, ასეთი არაორდინალური შედარებების კეთებისას

განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ვიქტორ ყიფინმა 1in Tv-სთან ინტერვიუში, სადაც მან ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გააკრიტიკა. კობახიძემ 8 მარტს თქვა, "რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას? დაკარგეს ტერიტორიები, ახლანდელი ომი ამის გაგრძელებაა".



ასევე ნახეთ
close დახურვა