logo
ENG


ბრაუდერი სააკაშვილზე: მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან
ბილ ბრაუდერი
14 მარ, 2023 14:49
ბრაუდერი სააკაშვილზე: მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან
  • 720ნახვები

პირადად არ ვიცნობდი სააკაშვილს, მაგრამ რა თქმა უნდა, ყველამ იცის, როგორი რეფორმატორი იყო ის. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ შეეწინააღმდეგა პუტინს 2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში. მას შემდეგ, პუტინმა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პირადი შურისძიება დაიწყო. სააკაშვილი წელიწადნახევრის წინ დაბრუნდა საქართველოში და ის დაუყოვნებლივ დააპატიმრეს შეთითხნილი პოლიტიკური ბრალდებით. აწამეს, მოწამლეს, ახლა კი კვდება ციხეში. მისი ფოტოები დაახლოებით 2 თვის წინ ვნახე, ეს იყო იმდენად შემაძრწუნებელი, რომ გაამხსენდა სერგეი მაგნიტსკი და როგორც მიიყვანეს ის, წამებით სიკვდილამდე ციხეში. მაშინ მე გავაკეთე საჯარო განცხადება ისე, რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვიცნობდი მას და არც საუბარი მქონდა მის ოჯახთან, რომ ეს იყო მაგნიტსკის ისტორიის გამეორება. შემდეგ მან მომწერა წერილი ციხიდან, შემეძლო თუ არა დახმარება. თავს ვალდებულად ვთვლი, ვცადო მისი სიცოცხლის გადარჩენა და მაგიტომაც ვარ აქ. ეს უკიდურესად სასწრაფო საკითხია. ის მოკვდება, თუ არ გათავისუფლდება ციხიდან.

განაცხადა მაგნიტსკის აქტის ავტორმა, ბილ ბრაუდერმა სტრასბურგში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი და სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებიან. 

ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ, დისკუსიების შემდეგ კი პრესკონფერენცია გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა