პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხელახლა დავუდასტურე ევროკავშირის ერთგულება საქართველოს ევროპული გზის მიმართ. მე ასევე, მივესალმები მის როლს ქართველი ხალხის მისწრაფებების წინ წაწევაში. ევროკომისიის გადაწყვეტილება, მიანიჭოს საქართველოს ევროპული პერსპექტივა ისტორიული შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. რეფორმების მხრივ პროგრესი საკვანძოდ რჩება.
ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბრიუსელში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.