logo
ENG


კრამონი ოცნებაზე: ჩვენ მიმართ ბრალდებები არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას
კრამონი
14 მარ, 2023 18:10
კრამონი ოცნებაზე: ჩვენ მიმართ ბრალდებები არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას
  • 605ნახვები

პირველ რიგში, არცერთ ჩვენგანს არ აქვს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი. ეს ბევრჯერ გვითქვამს და არ არსებობს მსგავსი ტყუილის განმეორების საფუძველი. ეს და სხვა ბრალდებები კორუფციასთან დაკავშირებით, ცხადია, მიმართულია ევროპარლამენტის დისკრედიტაციისკენ, ჩვენი მუშაობის დელეგიტიმიზაციისკენ, მაგრამ ჩვენი ჯგუფის არც ერთ წევრს, არასდროს აუღია ფული. მსგავსი რაღაცები ერთმანეთთან არ გვაახლოებს, მთელ ამ დრამას და სპექტაკლს, რუსული კანონის, ე.წ უცხოური აგენტების კანონის გარშემო აქვს საბჭოთა სულისკვეთება და არის საბჭოთა ტიპის და ახლა ჩვენ მიმართ ბრალდებები, როგორც პერსონალური ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების მიმართ, არ აადვილებს მომავალ თანამშრომლობას. ერთია კანონის უკან გაწვევა და მეორეა 12 რეკომენდაციის შესრულება. ამ ნაწილში ისევ საწყის ეტაპზე ვართ და არ გვინახავს მნიშვნელოვანი ნაბიჯები სასამართლო თუ საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით, მოსაგვარებელია დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაციაც, ეს უნდა გადაიჭრას მთავრობის მხრიდან, ისინი არიან პასუხისმგებელი და უნდა იმოქმედონ.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი გამოეხმაურა ქართლი ოცნების ანტიდასავლურ რიტორიკას, მათ შორის ღარიბაშვილის ბრალდებებს კორუფციასთან დაკავშირებით.

დღესვე ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე განხვილვა იქნება.



ასევე ნახეთ
close დახურვა