უკრაინაზე თავდასხმა გულისხმობს დიდ გეოპოლიტიკურ ცვლილებას ჩვენს სამეზობლოში. ქართველი ხალხი კარგად იაზრებს ამ ყველაფერს. ეს არის გარდამტეხი წერტილი ყველა ჩვენგანისათვის, რომლებიც ამ კონკრეტულ რეგიონში ვიმყოფებით. შესაბამისად, ვაფიქსირებ ჩემს აღფრთოვანებას ამ ადამიანების სიმამაცისადმი, რომლებმაც ღიად გააპროტესტეს უცხოელი აგენტების შესახებ კანონი. ასევე, უნდა აღვნიშნო, რომ მესამე პრეზიდენტის პატიმრობაში ყოფნა არის იმის ნიშანი, რომ ის არის ჯერ კიდევ პუტინის ტყვე და ეს აუარესებს საქართველოს ევროპული მომავლის პოტენციალს და იმედია, საქართველოს მთავრობა ამ ყველაფერს იაზრებს.
განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს.
[სინქრონული თარგმანი]