logo
ENG


კუბილიუსი: საქართველოს EU-ის გზაზე არაერთი პრობლემაა, ერთ-ერთის სახელი ბიძინა ივანიშვილია
  • 476ნახვები

ჩვენ ვიცით, რა ძლიერია საქართველოს სურვილი, იქცეს ევროკავშირის წევრად, თუმცა დღეს არსებობს არაერთი პრობლემა ამ გზაზე და ერთ-ერთი ამ პრობლემის სახელი არის ბიძინა ივანიშვილი. თუმცა ვხედავთ, რომ უფრო და უფრო მეტი პრობლემა იქმნება მთავრობის მხრიდან ამ გზაზე, სწორედ ამიტომ არიან ჯერ კიდევ პატიმრობაში მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, სწორედ ამიტომ ცდილობდა მთავრობა მიეღო კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ეს არის ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. აუცილებელია, პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზება. ქართველ ხალხს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვას საკუთარი ევროპული მისწრაფება, ეს არ არის ნამდვილად მთავრობის მხრიდან წამოსული უკანასკნელი პროვოკაცია. ღარიბაშვილმა გუშინ გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება, განცხადება შემდეგნაირია: "ევროკავშირმა უმჯობესია მიხედოს საკუთარ თავს და ევროკავშირი ცდილობს, საქართველო ჩაითრიოს ომში", რაც არის პროპაგანდა, ეს არის არასწორი პროპაგანდა და მიუხედავად ამგვარი პროპაგანდისა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ქართველი ხალხის გვერდით დგომა.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს განაცხადა.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა