logo
ENG


მდინარაძე: მძიმე მოსასმენია ენმ-ის ლობისტების დამაზიანებელი განცხადებები
  • 524ნახვები

მძიმე მოსასმენია, ნაცმოძრაობის ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის ის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას და ისინი ლობირებენ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, რამენაირად საქართველოს ხელისუფლება გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს. ისინი ცდილობენ, თავის ლობისტებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებას დაარქვან პრორუსი, მაგრამ ავიწყდებათ ერთი რამ - მეთოდი აქვთ, გაღმა შედავების თუ საუკეთესო თავდაცვა, რომ თავდასხმაა ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით თავის პიარს ალაგებენ და ამ კომპლექსით, მთელი თავისი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მოქმედებენ და ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს.

ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ევროპარლამენტში გუშინ საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა, სადაც ქართული ოცნება ანტიდასავლური რიტორიკისა და პროდასავლური კურსისგან გადახვევის გამო გააკრიტიკეს. 


ასევე ნახეთ
close დახურვა