logo
ENG


სამნიძე ოცნებაზე: თუ EU-ს პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, ადამიანები ისევ დადგებიან ქუჩაში
  • 684ნახვები

ყველა განცხადებით, რომელიც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, ჩანს, რომ ისინი დგანან ჩვენი ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უშვებს სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს და მიზანმიმართულადაც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან, ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენ ვაიძულებთ ქართულ ოცნებას, შეასრულოს 12 პუნქტი. მე ვფიქრობ, იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში და ისევ მოითხოვს ქართული ოცნებისგან 12 პუნქტის შესრულებას.

განაცხადა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყების წინ.



ასევე ნახეთ
close დახურვა