logo
ENG


კუბილიუსი: ხელისუფლება ხელს უშლის ქართველ ხალხს, შეასრულონ ოცნება - EU-ში ინტეგრაცია
  • 326ნახვები

ევროპარლამენტმა ნათლად გაიმეორა რამდენჯერმე, რომ სამწუხაროდ, საქართველო ახლა ხელისუფლების მიტაცების ნათელი მაგალითია. ხელისუფლება ერთმა დიდმა ოლიგარქმა მიიტაცა. ესაა კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფოს მიტაცება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მთავრობა, მთელი მმართველი პარტია დამოკიდებულია ერთ ადამიანზე, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე. სწორედ ამიტომ იქცევა ხელისუფლება ასე და ხელს უშლის ქართველ ხალხს, შეასრულონ ოცნება - ევროკავშირში ინტეგრაცია. ჩემი იმედი საქართველოს მიერ სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით იკლებს. გასულ წელს ვთქვი, რომ დადგება მომენტი, როცა ქართველ ხალხს მოუწევს გადაწყვეტა რა უნდათ, ქართული ოცნება ხელისუფლებაში თუ ევროკავშირში ინტეგრაცია. ეს ორი ერთმანეთს კონკურენციას ვერ გაუწევს.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა