logo
ENG


გრეგოროვა: ჩვენი მიზანი არაა ავკრძალოთ ივანიშვილი, ეს ქართველებზეა დამოკიდებული
  • 505ნახვები

პირადად მე, შემიძლია გითხრათ, რომ ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. მას აქვს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა ჩვენ, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები დეოლიგარქიზაციაზე ვსაუბრობთ, კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილს არ ვგულისხმობთ. იმიტომ, რომ ეს არაა მთავარი პრობლემა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ სისტემა საშუალებას აძლევს ივანიშვილს, თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვისაც უნდა ჰქონდეს გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე, ჰქონდეს ის. ჩვენი მიზანი არაა ავკრძალოთ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში, ეს ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. ჩვენ გვინდა პოლიტიკური სისტემა, რომელიც საშუალებას არ მისცემს ოლიგარქებს, ჰქონდეთ ნებისმიერი გავლენა. და თუკი თქვენ გაატარებთ ასეთ რეფორმებს, ჩვენ აღარ მოგვიწევს საუბარი იმაზე, ვინ ვინაა. თქვენს პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა აღარც ერთ ოლიგარქს აღარ შეეძლება და სწორედ ესაა ჩვენი საბოლოო მიზანი.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების შემდეგ განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა