logo
ENG


იოსელიანი სააკაშვილზე: მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ, მივიდე და შევხვდე
  • 437ნახვები

თქვენ იცით, რომ არსებობს კონსილიუმი სახალხო დამცველთან, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს პერიოდულად. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ მათ შევხვდე და მათგან მოვისმინო, კონკრეტულად, რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას. ვაპირებ, შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახის წევრებსაც და მათი, ასე ვთქვათ, მოსაზრებები მოვისმინო ამასთან დაკავშირებით.

თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, ადამიანს თუ არ უნდა შეხვედრა, არ ვიცი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე მიმაჩნია... მე ყოველთვის მზად ვარ, მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და დაველაპარაკო. კი, ბატონო, ჩათვალეთ, რომ არის ეს შეთავაზება.

განაცხადა ახალმა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პალიტრანიუსის ეთერში.



ასევე ნახეთ
close დახურვა