logo
ENG


გახარია: ქვეყნის პრობლემა ისაა, რომ ჰყავს ევროპელი ხალხი და პრორუსული ხელისუფლება
  • 900ნახვები

სამწუხაროდ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ამის ერთ-ერთი ნიშანია, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება. როდესაც საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, დიდი ალბათობით ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, დაიწყეს უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების პროცესი. დარწმუნებული ვარ, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, არ არის დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის მიღებით. ყველანი ვაცნობიერებთ, რომ როდესაც ქვეყანა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როდესაც ვართ ამ ძალიან რთული რეგიონის ნაწილი, არჩევანი ძალიან მარტივია: ვართ ან დემოკრატიულ დასავლეთთან და ევროპასთან, ან რუსეთთან. საქართველოს ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს. ისინი ბუნებრივად მიდიან რუსეთისკენ, რადგან საქართველოს დღევანდელი ძალაუფლების სტრუქტურა უბრალოდ არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და ევროპულ დემოკრატიას...

ამ ქვეყნის პრობლემა არის ის, რომ ჰყავს ევროპელი ხალხი და ძალიან მიჭირს იმის თქმა, მაგრამ პრორუსული ხელისუფლება. ეს შეუსაბამობა ქმნის უზარმაზარ მღელვარებას. ქუჩაში ათასობით მომიტინგე ვნახეთ, თუმცა ეს პრობლემა გადაიჭრება არა მხოლოდ მშვიდობიანი საპროტესტო აქციებით. საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი. ეს შესრულებადია, თუ ჩვენ ერთად მივაწვდით ამ გზავნილს ევროპის დედაქალაქებს - საქართველოს სჭირდება კანდიდატის სტატუსი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის და დემოკრატიული განვითარების დასაცავად.    

 

 

განაცხადა ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პარტია საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ Deutsche Welle-სთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა