logo
ENG


კლევერლი: გააძლიერეთ ვალდებულებები მედიის თავისუფლების, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით
  • 641ნახვები

1987 წელს, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძლიერდეს თქვენი ინსტიტუტები მათ წინააღმდეგ, ვისაც სურთ, რომ ძირი გამოგითხარონ, მოგიწოდებთ, განაახლოთ და გააძლიეროთ თქვენი ვალდებულებები მედიის თავისუფლების კუთხით, ასევე აყვავებულ სამოქალაქო საზოგადოებასთან მიმართებით და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ჩვენ ვართ და დავრჩებით საქართველოს მტკიცე, ურყევ მეგობრად.

ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივანი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. ის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ჯეიმს კლევერლი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა