logo
ENG


როიტენი: ოცნებას არ ჩაუგდია კანონი - კვორუმი შეავსო, მათი შემდგომი ქმედებები სკანდალურია
ტეის როიტენი
18 მარ, 2023 18:35
როიტენი: ოცნებას არ ჩაუგდია კანონი - კვორუმი შეავსო, მათი შემდგომი ქმედებები სკანდალურია
  • 765ნახვები

ძალიან გულწრფელი თუ ვიქნები და ეს აქამდეც მითქვამს ეს, უპირველეს ყოვლისა, სკანდალურია ის, თუ როგორი რეაქცია ჰქონდა ხელისუფლებას [რუსული კანონის გაწვევის] შემდეგ. ხელისუფლება არ იყო ის, ვინც კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო, მათ უბრალოდ კვორუმი შეავსეს და [კანონის წინააღმდეგ ხმა] ოპოზიციამ მისცა. მე მათგან [ხელისუფლებისგან] არ მომისმენია, რომ ისინი აღარასდროს დაუბრუნდებიან კანონს. პირიქით, მათ თქვეს, რომ უკეთესად უნდა ახსნან. არა, მათ უკეთესად არ უნდა ახსნან, უბრალოდ თავი უნდა შეიკავონ ყველანაირი უცხოელი აგენტების შესახებ კანონისგან. მათ უკან უნდა წაიღონ განცხადებები "სატანისტი" და "ექსტრემისტი" აქტივისტების შესახებ, როცა თბილისი პრაიდიც კი ასე მოიხსენიეს. უნდა შეწყვიტონ ევროკავშირის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება. სრულიად აღმაშფოთებელია განცხადებები, რომ ჩვენ გვინდა მეორე ფრონტის გახსნა - არავის უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ეს აბსოლუტურად აღმაშფოთებელი დეზინფორმაციაა. და ისინი უნდა მიჰყვნენ 12 პრიორიტეტს და ბოლოს, მათ უნდა უკან წაიღონ ის განცხადებები, რომლებიც ევროპარლამენტში გამოსვლების შესახებ გააკეთეს, რომელიც რუსულ პროპაგანდად კვალიფიცირდება, რაც, რა თქმა უნდა, ასევე აღმაშფოთებელია. სხვა მხრივ, ძალიან მარტივია, მათ უნდა უპასუხონ და პასუხისმგებლები იყვნენ ქართველი ხალხის წინაშე.

განაცხადა ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა

 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა