logo
ENG


როიტენი ოცნებას: თუ მომიტინგეებზე და ევროპელებზე იტყვით "სატანისტებიო", სტატუსს ვერ მიიღებთ
ტეის როიტენი
18 მარ, 2023 18:39
როიტენი ოცნებას: თუ მომიტინგეებზე და ევროპელებზე იტყვით "სატანისტებიო", სტატუსს ვერ მიიღებთ
  • 448ნახვები

ჩვენ ნათლად გავაჟღერეთ ჩვენი მხარდაჭერის გზავნილები საქართველოს მოსახლეობისადმი. მე ვარ კვლავ ოპტიმისტურად განწყობილი იმიტომ, რომ გაერთიანებულია საქართველოს მოსახლეობა. ძლიერია მხარდაჭერაა ევროპული მიმართულებით. მთავრობამ უნდა შეიცვალოს ახლა თავისი დამოკიდებულება.

თუ გარდაიცვალა ყოფილი პრეზიდენტი ციხეში, თუ მიიღებთ რუსული ტიპის უცხოური აგენტების კანონს, თუ მშვიდობიან მომიტინგეებზე და ევროპელებზე იტყვით, რომ ისინი სატანისტები არიან და ექსტრემისტები, კორუმპირებულები, ზემოქმედების ქვეშ არიან რუსული პროპაგანდის, თქვენ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. არც ერთი ქვეყანა არ მოექცევა ამ მახეში. თქვენ ასევე უნდა უნდა გაიაზროთ, რომ უკანასკნელი წლის განმავლობაში, ევროპამ ასევე შეისწავლა რამდენიმე მექანიზმი, რამდენიმე გაკვეთილი შეითვისა. ჩვენ არ გვაქვს თამაშის დრო, რომელიც არ დაგვაახლოებს. ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები და ნათელი პოზიცია უნდა გაგვაჩნდეს. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობას გააჩნია ნათელი პოზიცია თავის სურვილის თვალსაზრისით, ევროპული გზის მიმართებით. ახლა უკვე მთავრობის მხარეზეა გადაწყვეტილება, რომ შეასრულონ ვალდებულებები, თუ არა მატ პასუხს აგებინებს საქართველოს მოსახლეობა და ჩვენ იმ ხალხს ვუჭერთ მხარს, რომლებიც პროტესტის ნიშნად, გამოვიდნენ ქუჩებში.

ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა, ფორმულას ეთერში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა ისაუბრა.



ასევე ნახეთ
close დახურვა