logo
ENG


როიტენი: ოცნება კატასტროფულ რუსულ პროპაგანდისტულ ხაზს უნდა შეეშვას, მოუსმინოს ქართველ ხალხს
ტეის როიტენი
18 მარ, 2023 19:15
როიტენი: ოცნება კატასტროფულ რუსულ პროპაგანდისტულ ხაზს უნდა შეეშვას, მოუსმინოს ქართველ ხალხს
  • 711ნახვები

ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება იაზრებს, რამდენად სერიოზული სიტუაციაა, მაგრამ ამის მიუხედავად ორი მიზეზის გამო ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. უპირველეს ყოვლისა, ქართველი ხალხი არის ძალიან მკაფიო და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი კვლავ გავლენ ქუჩაში მშვიდობიანი დემონსტრაციებისთვის თუ მათ ევროპული მომავლის დაცვა დასჭირდებათ და მეორე, ევროპარლამენტი ძალიან მკაფიო იყო ქართველი ხალხისადმი მის ერთობლივ მხარდამჭერ გზავნილში. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც აქამდეც ვთქვი, ახლა ჯერი საქართველოს ხელისუფლებაზეა, რომ ამ კატასტროფული ხაზს თავი დაანებოს. და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ისაა, რომ ვფიქრობ, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ ამ თამაშს არ ვითამაშებთ. ქართული ოცნება, ახლანდელი მმართველი პარტია, სერბეთის [პრეზიდენტის] ალექსანდრ ვუჩიჩის მსგავსად ცდილობს ითამაშოს თამაში, როცა აქ ბრიუსელში ამბობს ისეთ რამეებს, რისი მოსმენაც გვინდა და შემდეგ თბილისში ისინი ამბობენ ამის საპირისპიროს. თუ ფიქრობენ, რომ ამ თამაშს ვითამაშებთ, ცდებიან, რადგან ვიცით რაც ხდება, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის არჩევანის გვერდით - ეს არაა ჩვენი სურვილი, არ გვითქვამს, რომ აუცილებელია ევროპისკენ იაროთ, ესაა ის, რაც ქართველმა ხალხმა განაცხადა.

ხელისუფლება ამბობს, რომ სურს, შეუერთდეს ევროკავშირს, ხალხს ეს უნდა, მე მინდა, ევროკავშირს უნდა. ამიტომ ვფიქრობ, სიტუაცია არც ისე რთულია. ხელისუფლება უნდა შეეშვას თავის კატასტროფულ რუსულ პროპაგანდისტულ ხაზს, მხარი უნდა დაუჭიროს ევროკავშირს უკრაინის მხარდაჭერისადმი მტკიცე პოზიციას და რუსული აგრესიის წინააღმდეგ. და უბრალოდ უნდა მოუსმინონ და შეასრულონ ის ვალდებულებები, რაც ქართველი ხალხის წინაშე აიღეს ევროპულ გზასთან დაკავშირებით.

 

განაცხადა ევროპარლამენტარმა ტეის როიტენმა ფორმულას ეთერში, გადაცემაში გლობალური პოლიტიკა. 

 


ასევე ნახეთ
close დახურვა