logo
ENG


სერგეენკო რუსულ კანონზე: EU, აშშ და საზოგადოება ნეგატიურად უყურებდა - ამიტომ არ დავესწარი
  • 788ნახვები

ვხედავდი, რომ ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, საზოგადოების დიდი ნაწილი ძალიან ნეგატიურად უყურებდა ამ ყველაფერს [რუსული კანონი]. ვერ გეტყვით, რომ დეტალებში შევედი და გავაანალიზე ეს კანონპროექტი, არ მაქვს მაგის კომპეტენცია, მაგრამ ვხედავდი ამ დამოკიდებულებას და ალბათ, ეს იყო გადაწყვეტილების [კენჭისყრაზე არდასწრების] საფუძველი... არ არის პოლიტიკოსობა ის, რაზეც მე ვოცნებობდი. მირჩევნია, რომ ექიმად ვიმუშაო. ცალსახად, მე-10 მოწვევა არის ბოლო მოწვევა, როცა მე პარლამენტში, საჯარო სამსახურში და პოლიტიკაში ვარ. [გეგმები] დამოკიდებული იქნება შეჯერებულ პოზიციაზე. საბოლოო ჯამში, ახლა იქნება თუ პარლამენტის ვადის დასრულების შემდეგ, მე მაინც ვფიქრობ, რომ პროფესიას დავუბრუნდები

 

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა დავით სერგეენკომ ტვ პირველის ეთერში. სერგეენკო ერთ-ერთია ქართული ოცნების იმ დეპუტატებიდან, რომლებმაც რუსულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. გარდა ამისა, სერგეენკო არ დაესწრო კანონპროექტის მეორე მოსმენასაც. 



ასევე ნახეთ
close დახურვა