logo
ENG


იაპონიის პრემიერი: მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე
ფუმიო კიშიდა
22 მარ, 2023 15:55
იაპონიის პრემიერი: მოვუწოდებ პუტინს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე
  • 954ნახვები

იაპონია გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ მშვიდობა არ დაბრუნდება მის ლამაზ მიწაზე. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგის საფუძვლებს. საკუთარი თვალით ვნახე რუსული აგრესიის საშინელი შედეგები კიევსა და ბუჩაში. გასულ თვეებში, დიდი შვიდეულის სამიტის დროს, ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით, რომელსაც მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პრეზიდენტ პუტინს, გაითვალისწინოს საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.

განაცხადა იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ. იაპონიის პრემიერი კიევში გუშინ ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენკის შეხვდა. კიშიდა დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების ლიდერებს შორის ერთადერთი იყო, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში არ იმყოფებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა