logo
ENG


პუტინი: დასავლეთი ნამდვილად მზადაა, გააგრძელოს რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე
  • 638ნახვები

რა თქმა უნდა, ყურადღების გარეშე არ დაგვიტოვებია უკრაინის ირგვლივ შექმნილი ვითარება და მიგვაჩნია, რომ ჩინეთის მიერ წამოყენებული სამშვიდობო გეგმის მრავალი დებულება შეესაბამება რუსეთის მიდგომებს და შეიძლება იქნას მიღებული, როგორც საფუძველი მშვიდობიანი მოგვარებისთვის, როდესაც დასავლეთსა და კიევში ამისთვის მზად იქნებიან. თუმცა, ჯერჯერობით, ჩვენ ვერ ვხედავთ მათი მხრიდან ასეთ მზადყოფნას. ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა უკრაინაში არა მხოლოდ ტანკების, არამედ გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების მიწოდების შესახებ. როგორც ჩანს, დასავლეთი ნამდვილად მზადაა, გააგრძელოს რუსეთთან ბრძოლა უკანასკნელ უკრაინელამდე, არა სიტყვებით, არამედ საქმით. იმის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური დასავლეთი იწყებს ბირთვული კომპონენტის მქონე იარაღის განლაგებას, რუსეთი იძულებული იქნება შესაბამისად უპასუხოს.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან კრემლში გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.



ასევე ნახეთ
close დახურვა