logo
ENG


სი ძინპინი რუსეთ-უკრაინის ომზე: მხარს ვუჭერთ შერიგებას, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ
სი ძინპინი
22 მარ, 2023 16:41
სი ძინპინი რუსეთ-უკრაინის ომზე: მხარს ვუჭერთ შერიგებას, ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ
  • 581ნახვები

მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინაში ვითარების  მოგვარების საკითხში, ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით გაეროს წესდების პრინციპებს და ვდგავართ ობიექტურ და მიუკერძოებელ პოზიციაზე. ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს შერიგებასა და მოლაპარაკებების განახლებას. ჩვენ ყოველთვის მშვიდობისა და დიალოგის მხარე ვართ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს.

ამის შესახებ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კრემლში გამართული მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩინეთის ლიდერი რუსეთში 20 მარტს ჩავიდა. სი ძინპინი მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.



ასევე ნახეთ
close დახურვა