არ ვიცი, ამ თავდაჯერებულობას რა აძლევს ქართული ოცნების წევრებს, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი თუ გარდაიცვალა მათ პატიმრობაში, ვფიქრობ, რომ მათი ლეგიტიმურობა, როგორც მთავრობის, შეირყევა, ჩამოიშლება და იქნება ძალიან მკაცრი სანქციები, რომელიც დასავლეთიდან წამოვა.
თუ მიხეილ სააკაშვილი გარდაიცვლება პატიმრობაში, იქნება ჯოჯოხეთური ფასი გადასახდელი საქართველოში ყველასთვის, ვინც პასუხს აგებდა - ექიმებიდან დაწყებული, პრემიერით დაწყებული და პრემიერის უკან ვინც დგას, ისინიც აგებენ პასუხს, თუ ეს მოხდება.
თქვა ფორმულას გადაცემა პოლიტმეტრში მაგნიტსკის აქტის ავტორმა ბილ ბრაუდერმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.