logo
ENG


სამადაშვილი ღარიბაშვილს: სამარცხვინოვ, გამოსვლები უნდა დაიწყო სიტყვებით - "დამნაშავე ვარ"
  • 682ნახვები

როგორც გაფუჭებული საათი აჩვენებს ხანდახან სწორ დროს, ასე ამ კაცმა, რომელსაც სამარცხვინოდ ჰქვია პრემიერმინისტრი ერთი სწორი რამ თქვა, რომ ქვეყნის მტრობაა ევროპული დღის წესრიგისთვის ხელის შეშლა და ეს თუ ასეა, თქვენ რატომ გქვიათ ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი? თქვენი დამსახურებით, ქვეყნის მტრობით ამ ქვეყანას დღეს არ აქვს კანდიდატის სტატუსი. ეს თუ სწორია, დღეს, აქ, ამ დარბაზში რატომ არ მოხვედით დიდი ნაცრის ყუთით, რატომ არ წაიყარეთ თავზე და არ დაურიგეთ თქვენს უმრავლესობას პარლამენტში? 

სამჯერ უნდა დაიძახოთ "დამნაშავე ვარ". დამნაშავე ხართ თქვენ, ბატონო პრემიერო, დამნაშავე ხართ იმაში, რომ ახალგაზრდებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გადაარჩინეს ეს ქვეყანა, იმიტომ რომ არანაირ კანდიდატის სტატუსზე არ იქნებოდა საუბარი, რუსეთის დავალება რომ ბოლომდე მიგეყვანათ, უწოდეთ სატანისტები, დამნაშავე ხართ. დამნაშავე ხართ უკრაინის წინაშე, იმიტომ რომ აქ ვერ გაბედავდი დგომას და საუბარს კანდიდატის სტატუსზე, დღეს რომ უკრაინაში გმირულად არ იბრძოდნენ, მათ შორის ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. 

დამნაშავე ვარ და მაპატიეთო უნდა გეთქვა უკრაინელებისთვის, დიახ, რუსების მიერ მოკლული ბავშვებისთვის, აქ რომ სამარცხვინოდ გამოდიხარ და საუბრობ, ნიშნის მოგებით, თურმე უკრაინაში რა დღეში არიან და უკრაინიზაცია უნდა ვიღაცას ჩვენი ქვეყნის, სამარცხვინო ადამიანი ხარ და უნდა დაიწყო ყველა გამოსვლა: "დამნაშავე ვარ", ბოდიში უნდა მოუხადო საკუთარ ოჯახს, შვილებს, იმიტომ რომ გიწევს ამ სირცხვილით ცხოვრება თქვენ და ყველა თქვენგანს, რომ ამ ქვეყნის ინტერების წინააღმდეგ წახვედით.

ასე მიმართა ლელო საქართველოსთვის წევრმა სალომე სამადაშვილმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ "საქართველოს წინაშე არსებული რეალური საფრთხეა ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა". 
 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა