logo
ENG


გოცირიძე ღარიბაშვილს: ბატონი ბიძინა, "ის ბრძენი", მე-19 წუთზე ახსენეთ, ცუდად დაგიმახსოვრებთ
  • 713ნახვები

ბატონი ბიძინა, "ის ბრძენი კაცი", მოიხსენიეთ მხოლოდ მე-19 წუთზე, დაგიმახსოვრებთ ამას ცუდად, ასე რომ, შეგიძლიათ გამოასწოროთ და კიდევ რამდენჯერმე აღნიშნოთ მისი წვლილი. ამ გამოსვლის მთელი შინაარსი იყო იმაში, რომ თურმე, ჩვენ ვართ მესამე მსოფლიო ომის წინაშე და ვინ არის ამაში დამნაშავე?! დამნაშავე თურმე არის უკრაინა. მოჰყევით, როგორ განადგურდა უკრაინა, რამდენი პროცენტია ოკუპირებული და მთელი თქვენი საუბრის ქვეტექსტი იყო, რომ უკრაინაა დამნაშავე, ვინაიდან არ დაუთმო რუსეთს. სად არის რუსეთი, როგორც აგრესორი ნახსენები? სად არის ნახსენები ის, რომ დღეს მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ბოროტი არსების, პუტინის წინააღმდეგ. 

რატომ გაქებთ რუსული მედია, რატომ უყვარხართ რუსეთის ყველაზე ოდიოზურ ტელეწამყვანებს, რომლებიც ყველანი სანქცირებულები არიან დასავლეთის მიერ. რა სიტყვებით, ხანდახან რა უხერხული ეპითეტებით მოგიხსენიებენ. ნუთუ, ომში მყოფი ქვეყნისადმი ერთი სოლიდარობის სიტყვა არ წამოგცდათ მთელი ნახევარი საათის განმავლობაში...ბატონო ირაკლი, პუტინს რატომ არ ახსენებთ? პუტინზე რომ ჰააგის სასამართლომ დაპატიმრების ორდენის გასცა, გეკითხებით, კომენტარი მაინტერესებს თქვენი, ოღონდ პუტინის ხსენებით თქმით. თქვით, რომ პუტინს ძიუდო ან ჰოკეი უყვარს, ამ ადამიანს სახელი, ნუთუ ერთხელ არ შეიძლება თქვათ, როგორც აგრესორისა.

ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტში, ინტერპელაციის წესით უსმენენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა