logo
ENG


მშვენიერაძე: სექსუალურად მოძალადე რამიშვილის დაცული "ტრადიციები" ოცნების საყრდენი და სახეა
  • 829ნახვები

20 წლის გოგონებზე "მამაშვილობის" არგუმენტით სექსუალურად მოძალადე შალვა რამიშვილის დაცული "ტრადიციები და ქართველობა" არის ხელისუფლების მორალური საყრდენი. და სახეც.

 

წერს უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე Facebook-ზე. ცნობისთვის, შაბათის ფორმულამ მოიპოვა ჩანაწერი, რომელშიც ისმის როგორ ავიწროებს სექსუალურად შალვა რამიშვილი 22 წლის ქალს. გარდა ამისა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქართული ოცნების პროპაგანდისტი სექსუალურ შევისწროებაში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. წლების წინ ამავე ბრალდებით სასამართლო დავა მოიგო თათია სამხარაძემ, რომელიც რამიშვილთან ერთად მუშაობდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა