logo
ENG


წულუკიანი სააკაშვილზე: კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს - სამარცხვინოა
  • 713ნახვები

ჩვენ ხშირად ვხედავთ და ასევე გვესმის, რომ არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ სხვა ქვეყნებშიც და მსოფლიოში უფრო ფართო პრობლემა არის ის, რომ ხანდახან შავზე თეთრს ამბობენ. სიმართლის მტკიცება გახდა ძალიან რთული. სამწუხაროდ, ხშირად ტყუილი პრივალირებს ჭეშმარიტებაზე, პრიორიტეტი ენიჭება სიცრუეს, ნაცვლად სიმართლისა. როგორც ჩანს, ეს არის იმ ეპოქის მახასიათებელი, რომელშიც ჩვენ, ყველა ერთად ვცხოვრობთ. ჩემი აზრით, ამის გამოძახილი უნდა იყოს სწორედ ის, რომ კრიმინალს, სადისტს, ადამიანის უფლებების დამრღვევს, რომლის საქმიანობის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გაუჩერებლად გამოაქვს და გამოაქვს გადაწყვეტილებები, ევროპული სასამართლო ამბობს, რომ სააკაშვილის დროს მისი ხელშეწყობით, მონაწილეობით, ხშირად მისი გადაწყვეტილებების საფუძველზე სისტემური დანაშაულები ხდებოდა, ნორვეგიის ერთ-ერთი პარტია აჯილდოებს იმისთვის, რისი საწინააღმდეგო ქმედებითაც იყო ცნობილი ჩვენს ერსა და ხალხში. არც ვიცით ხოლმე, რა უნდა ვთქვათ, როდესაც სიცრუეს ასაღებენ სიმართლედ და კრიმინალს აჯილდოებენ, როგორც მშვიდობის მტრედს. ეს, უბრალოდ, სამარცხვინოა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

25 მარტს ნორვეგიაში, კონსერვატორული პარტიის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებში შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი გადაეცა



ასევე ნახეთ
close დახურვა