logo
ENG


ზელენსკი: მტერმა პასუხი უნდა აგოს ყოველი დარტყმისთვის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე
  • 459ნახვები

გაიმართა შტაბის პირველი გასვლითი სხდომა დნიპროში. განვიხილეთ საერთო მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, ჩვენი საზღვრების გაძლიერება და დაცვა ფრონტის მთელ სიგრძეზე, ხერსონის რეგიონიდან ხარკივის რეგიონამდე. ყველა მეთაურს ესმის, რომ მტერმა პასუხი უნდა აგოს ყოველი დარტყმისთვის ჩვენს ქალაქებსა და სოფლებზე, ჩვენს ხალხზე. [გუშინ] ზაპოროჟიეში მოვინახულე ადგილი, სადაც რუსული რაკეტები საცხოვრებელ შენობებს მოხვდა. ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლები დამწვარი და განადგურებულია. რა თქმა უნდა, რუსეთი ამ დარტყმაზეც აგებს პასუხს. სწორედ ამისთვის, მაქსიმალურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან. ვახდენთ მსოფლიოს მობილიზებას რუსეთის აგრესიისთვის სპეციალური ტრიბუნალის შესაქმნელად. ეს ყველაფერი მოხდება, ტერორისტები გასამართლებულები იქნებიან.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვის დროს განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა